20 | 08 | 2019

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე!

მთავარი გვერდი

ღრმაღელე

ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელია გოჩა დოლიძე , ტელ .: 599 08 53 53

ღრმაღელე — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ღრმაღელე, წყალწმინდა, ომფარეთი, ორმეთი). მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 25 მ. 749 კაცი (2002) სოფელში არის საჯარო სკოლა.

წყალწმინდა — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ღრმაღელის თემში. მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, მდინარე სუფსის შავ ზღვაში შესართავის სამხრეთით, ზღვის დონიდან 2 მ. 1352 კაცი (2002)

სოფელში არის საჯარო სკოლა, სტადიონი, სასტუმრო, ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, თევზჭერა. სანაპირო ზოლი მდიდარია მაგნეტიტით.


 

ნინოშვილი

ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელია- შოთა ტუღუში(ტელ:591 19 23 28)

 

სუფსა

სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელია  ლევან შარიქაძე

სუფსა — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. სუფსის თემის ცენტრი (სუფსა, ახალსოფელი, ტაბანათი, ჩქუნი, ხიდმაღალა, გრიგოლეთი, მალთაყვა). მდებარეობს მდინარე სუფსის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 7 მ. 365 კაცი (2002)
სუფსაში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე, გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა სამტრედია-გრიგოლეთი (ს-12). სოფელში არის საჯარო სკოლა, ტორფის საბადო, ნავთობის მომპოვებელი ჭაბურღილი.
სოფელში დაიბადა ქართველი პოეტი, ტარიელ ჭანტურია
1999 წლის 17 აპრილს სუფსაში გაიხსნა სუფსის ტერმინალი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ბოლო წერტილი. ტერმინალის შემადგენლობაში შედის 4 რეზერვუარი, თითო 40 000 ტონა ნავთობის ტევადობით,
ახალსოფელი — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუფსის თემში. მდებარეობს გურიის დაბლობზე, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 35 მ. 938 კაცი (2002) სოფლის ტერიტორიაზე გადის სამტრედია-მახინჯაურის რკინიგზის ხაზი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზა სამტრედია-ურეკი (ს-12).
მალთაყვა — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუფსის თემში. მდებარეობს შავი ზღვის ნაპირას, მდინარე მალთაყვის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 3 მ. სუფსიდან 6 კმ.
მალთაყვა ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია. მოსახლეობა 86 კაცი (2002) სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ე.წ. ”ოქროს ტბა”. ზღვის სანაპირო ზოლი მდიდარია მაგნეტიტით. ასევე მოიპოვება ტორფი.
მალთაყვასთან მოხდა ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის ჯარებს შორის ფოთის გამო.
ტაბანათი — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუფსის თემში. 1155 კაცი (2002)  მდებარეობს გურიის დაბლობზე, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 5 მ.
ხიდმაღალა — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გურიის დაბლობზე, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 3 მ. 1022 კაცი (2002)

 

ჩოჩხათი

ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელია რევაზ ფაცურია(ტელ:599 14 81 13)

ნიგვზიანი

ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელია
ირაკლი გუჯაბიძე   ტელ:   591192394


ნიგვზიანი -  სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშითემის ცენტრი : (  ნიგვზიანი ,  ხაჯალია , არჩეული, ჩანჩეთი ).  მდებარეობს მდინარეებს -  წყალწითელასა და სვიანს შორის ,  ზღვის დონიდან 35   .  1320 კაცი (2002) სოფელში გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ურეკი -  სამტრედია (   -12).

სოფელში გვხვდება ადრინდელი რკინის ხანის მასობრივი კრემაციული სამარხები .  

არჩეული -  მდებარეობს მდინარე წყალწითელას ნაპირზე ,  ზღვის დონიდან 45   .  სოფლის ძველი სახელია ჩიქვეთი.

სოფ ლში მდებარეობს ეგნატე ნინოშვილის მუზეუმიმუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1950  წლის 18  იანვარს .მუზეუმში დაცულია 6  ათასამდე ექსპონატიეთნოგრაფიული ,  თეატრალური მასალები ...  ექსპონატები ინახება ასლების სახით ,  რადგანაც დედნები განადგურებულია ,  აქვე ინახება მწერლის საათიდურბინდი ,  კალამიმაგიდა ,  სკამი ,  ტახტი .

 

ჯურუყვეთი

ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელია  
ვასილ ბურძგლა : 595 55 30 86