25 | 06 | 2018

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე!

მთავარი გვერდი

28 მარტს საკრებულოს სხდომა გაიმართა

28 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილმა დამსწრეთ დღიწესრიგი გააცნო და პირველი საკითხი თავადვე წარმოადგინა.
ბატონი ამირანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის 20.02.14 წლის#306 განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1271795 ლარი . ლანჩხუთის კვირკველიას, თამარ მეფის, ბარათაშვილის, ჩხაიძის, ნინოშვილი ქუჩებისა და სუფსის ცენტრის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანასებლად. თანხამ ასახვა უნდა ჰპოვოს 2014 წლის ბიუჯეტში. 5000 ლარით კი განისაზღვრა სახაზინო საბიუჯეტო დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზირებული სისტემის დანერგვა. 1300 ლარი განისაზღვრა სოფ. აცანაში მსახიობ ვასილ ჩხაიძის ბიუსტის მონტაჟისთვის. 3600 ლარი გამოიყო საცურაო აუზის ლიკვიდაციის შედეგად ბიუჯეტის წინაშე დარჩენილი დავალიანების დასაფარად.
ასევე მიმდინარე წლის ბიუჯეტში შევიდა ცვლილება სოცკულტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად, კერძოდ, 20 აპრილს ლელოს ღონისძიების ღირსეულად აღსაღნიშნად 8000 ლარი გამოიყო.
საკრებულოს სხდომის დღისწესრიგში 15 საკითხი იყო. დეპუტატებმა თითოეულ მათგანზე იმსჯელეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.