18 | 12 | 2017

საახალწლო ზეიმი ნიგვზიანის საბავშვო ბაღში

დღეს ნიგვზიანის საბავშვო ბაღში საახალწლო კარნავალი გაიმართა. პატარებმა ორიგინალური და მხიარული ნომრები წარმოადგინეს. პატარა ჯუჯებმა, ფიფქიამ, ფერიებმა და ზღაპრის გმირებმა სტუმრები გაახალისეს. აღსაზრდელები მოუთმენლად ელოდნენ სანტა-კლაუსის გამოჩენას. შორი გზიდან მოსულმა სანტამ პატარები დაასაჩუქრა და მათთან ერთად იმხიარულა.

ღონისძიებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მოდგილე- ვლადიმერ ნანაძე, სკოლამდელი საგამანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი, დავით წულაძე და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ მადლობა გადაუხადა პატარებს და ბაღის თანამშრომლებს ამ საოცარი დღესასწაულისთვის და პატარებს ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა.

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

 

„თავისუფალი სახლის“ პრეზენტაცია

დღეს გამომცემლობა „ჰო და არას“ რედაქციაში ახალი პროექტის „თავისუფალი სახლის“ პრეზენტაცია ჩატარდა.
რედაქციაში გაზეთის მკითხველები, პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი სახეები იყვნენ მიწვეული...
„- ვფიქრობ, დადგა დრო ადამიანებმა ერთმანეთს მოუსმინონ... გადავწყვიტე შევქმნა „თავისუფალი დარბაზი“, სადაც სამოქალაქო საზოგადეობა ერთად გაერთიანდება და ერთმანეთის გვერდით დავდგებით, ერთად ვიმსჯელებთ, ვიაზროვნებთ..“_განაცხადა გაზეთის რედაქტორმა ნონა გიგინეიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა იმ 18 წლიან გზაზე, რაც გამომცემლობამ დღემდე გაიარა...
შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ფაცურია, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი მაგული კუნჭულია ესწრებოდნენ, რომლებმაც მიულოცეს „ჰო და არას“ ახალი წამოწყება და წარმატებები უსურვეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

წყლის მიწოდება დღესვე აღდგება

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჩიბათში გაიწმინდა და რეაბილიტირდა წყლის სათავე ნაგებობა. 200-მდე ოჯახს ტექნიკური წყალი არ მიეწოდებოდა.

გაწმენდითი სამუშაოები საკებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ, ჩიბათის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ჩახვაძემ და ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბესიკ კუპრაძემ ადგილზე დაათვალიერეს.

,, ამ ეტაპზე გაიწმინდა წყლის სათავე ნაგებობა, რომლიდანაც ტექნიკური წყალი ქვემო ჩიბათის მოსახლეობას მიეწოდება. მომავალ წელს გეგმაშია ახალი სათავე ნაგებობის მშენებლობა, რათა სოფელს უწყვეტ რეჟიმში, შეუფერხებლად მიეწოდოს წყალი“, აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

სოფელ აცანაში იმყოფებოდნენ კომისიები მოსახლეობის წერილის საფუძველზე

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიორგი გვარჯალაძე და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომრე ელისო ჭიჭინაძე კომისიის წევრებთან ერთად სოფელ აცანაში იმყოფებოდნენ.

კომისიებმა მოსახლეობის წერილის საფუძველზე, აცანის ბაღი დაათვალიერეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია საბავშვო ბაღის სოფლის ცენტრში გადატანა, ვინაიდან საბავშვო ბაღი ტერიტორიულად მიუდგომელ ადგილზე მდებარეობს. ამასთან, უბანი მეწყერსაშიშია და ხშირ შემთხვევაში ბაღში მისასვლელი გზა პარალიზებულია.

კომისიების თავმჯდომარეების განცხადებით, საკითხი პრობლემურია, რომელსაც შესაბამის სამსახურებთან ერთად განიხილავენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

შეხვედრა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

დღეს ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მიკრო და მცირე ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს შეხვდნენ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ლანჩხუთსა და ჩოხატარუში, ნინო წილოსანის ბიუროს თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, ლანჩხუთის „საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლები. შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ ადგილობრივი მეწარმეები, რომლებიც თავიანთი გამოცდილება გაუზიარენ დაინტერესებულ პირებს. საგრანტო პროგრამების წარმომადგენელებმა კი ყურადღება გაამახვილენ პროექტის წერისას და აპლიკაციის შევსებისას ხშირად დაშვებულ შეცდომებზე და დამსწრე საზოგადოებას პროექტის წერის დეტალებზე ესაუბრნენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

გურულებმა სწრაფად და სწორად გაიგეს,დროული მკურნალობის მნიშვნელობა

12 დეკემბერს ლანჩხუთის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელი მზია კვირკველია და კლუბის წევრები ა. ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ. ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა რემა ღვამიჩავამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ლანჩხუთის „გამარკვებულ ქალთა კლუბის“ საქმიანობას. მანვე მადლობა გადაუხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს და აღნიშნა, რომ გურულებმა სწრაფად და სწორად გაიგეს კიბოს პრევენციისა და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა. „ლანჩხუთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროულად დაიწყო მოქმედება და დღეს ლანჩხუთი ერთადეთი მუნიციპალიტეტია, რომლის ბიუჯეტიდან კლუბის საქმიანობა ფინანსდება“ - აღნიშნა პროფესორმა ღვამიჩავამ. უნივერსალურ სამედიცინო ცენტრასა და გურიის „გამარჯვებულ ქალთა კლუბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხუთი თვის მანძილზე დროულმა დიაგნოსტიკამ და მკურნალობამ ორმოცდაათ ქალს ჯანმრთელობა შეუნარჩუნა. გაკეთდა ხუთი ოპერაცია, ოთხ ქალბატონს ჩაუტარდა ქიმიის თერაპიის კურსი, ჩატარდა ასევე სხივური თერაპიული მკურნალობა. პროფესორმა რემა ღვამიჩავამ გარკვეული რჩევები მოგვცა დაავადებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, დაავადება საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას სხვადასხვა მეთოდით (ქირურგია,რადიოთერაპია და მედიკამენტური თერაპია). ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი კიბო განიკურნება ისე, როგორც უმეტესი სხვა დაავადებები. ნაადრევად დასმული მკურნალობა შედეგიანია. მისი თქმით, კიბო არ არის განაჩენი. უბრალოდ, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს. „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრმა ქალბატონებმა თავის მხრივ, მადლობა გადაუხადეს კლუბის ხელმძღვანელს მზია კვირკველიასა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორს, თინათინ ბერუჩაშვილს, რომელთა თანადგომითა და მხარდაჭერით უწევთ მათ ისეთ კვალიფიციურ სპეციალისტთან ვიზიტი, როგორიც პროფეროსი რემა ღვამიჩავაა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

ქვეკატეგორიები

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა