18 | 06 | 2018

უკრაინელები ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ

 

ნოვა კახოვკის ქალაქის საბჭოს დეპუტატები: იგორ ლიტვინი და სერგეი კრამჩანინი

ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ფერმერების დაინტერესება სასოფლო–სამეურნეო ტექნიკით.

იგორ ლიტვინის თქმით, უკრაინული მხარე საქართველოში ჩამოიყვანს ტრაქტორებს, რომელიც ჩინურ-უკრაინული წარმოებისაა და თუკი დაინტერესება იქნება ფერმერთა მხრიდან, შესაძლოა, შეიქმნას ე.წ. ფერმერთა გაერთიანებები.

ფერმერები დაინტერესდნენ ტრაქტორის ამტანობით, ღირებულებით, შესაძლებლობებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბანკ „კონსტანტას“ წარმომადგენლებიც, რომლებიც სურვილის შემთხვევაში გასცემენ კრედიტს ფერმერებზე.

როგორც ადგილობრივმა მეწარმეებმა განაცხადეს, დაინტერესება მართლაც დიდია და დეტალების გაცნობის შემდეგ შედეგიც სათანადო იქნება.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია