20 | 10 | 2018

კონკურსანტებმა ნამუშევრები შემოიტანეს

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) ესკიზის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ კონკურსანტთა ნამუშევრების მიღება დაასრულა.

კომისიის სხდომაზე, ორი საკითხი იყო განსახილველი:

 

  1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) შესარჩევ კონკურსში მონაწილე კონკურსანტების მიერ კომისიის სახელზე შემოსული საკონკურსო პროექტების (კონვერტების) რაოდენობის კომისიის წევრებისთვის გაცნობის შესახებ;
  2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) შესარჩევ კონკურსში მონაწილე კონკურსანტთა მიერ კომისიის სახელზე შემოსული საკონკურსო პროექტების (კონვერტების) და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) შესარჩევი კონკურსის რეგისტრაციის ჟურნალის დალუქვის შესახებ.

დღის წესრიგის საკითხები კომისიის წევრებს და ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად აფხაზავამ გააცნო.

როგორც გაირკვა, კომისიაში სულ შემოვიდა 18 კონვერტი, რომლებიც დაილუქა და  კომისიის შემდეგ სხდომაზე გაიხსნება.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია