21 | 11 | 2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მეორე მსოფლიო ომის 70 წლისთავთან დაკავშირებით შემდეგი ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მეორე მსოფლიო ომის 70 წლისთავთან დაკავშირებით შემდეგი ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს:
რვა მაისს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოინახულებენ და ადგილზე დაასაჩუქრებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.
9 მაისს 12 საათზე მოეწყობა მსვლელობა სტალინის ბიუსტთან, სადაც სიტყვით გამოვლენ ვეტერანები.
13 სთ.ზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება ვეტერანებს უმასპინძლებს. ფოიეში მოეწყობა ომის თემაზე შექმნილი ფოტოებისა და ექსპონატების გამოფენა. აქვე გაიმართება კონცერტი ვეტერანებისთვის. ასევე ნაჩვენები იქნება ქართული ფილმი "ჯარისკაცის მამა". ღონისძიების დასასრულს ვეტერანებს გადაეცემათ საჩუქრები.
დღის ბოლოს ვეტერანებისთვის გაიმართება საზეიმო ვახშამი და უზრუნველყოფილი იქნება მათი ტრანსპორტირება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა