16 | 08 | 2018

25 წელი ტრიუმფიდან

12 ნოემბერს ლანჩხუთის „გურიას“ უმაღლეს ლიგაში გადასვლის 25 წლის და გუნდის 85 წლის იუბილე აღინიშნება. 

1986 წლის 12 ნოემბერს ბათუმში მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამარჯვებით უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

ამასთან დაკავშირებით ლანჩხუთში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

2 ნოემბერს დაიწყო ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობს მუნიციპალიტეტის 18 გუნდი.

მომზადდა სამახსოვრო ჟურნალი _ „გურია 1986, 25 წელი ტრიუმფიდან“, ქალაქის ბაღში დაიდგმება მემორიალი „გურიის“ ლოგოთი.

საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ფეხბურთელები და მწვრთნელები, მათ შორის უკრაინიდანაც, პირველი თამაშის მსაჯები, ცენტრალური სტადიონის მშენებლები და სხვ. ასე რომ, ფეხბურთის გულშემატკივრებს საინტერესო ღონისძიება ელით.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია