საკრებულოს თავმჯდომარემ მშენებელს ხარვეზის გამოსწორება მოთხოვა

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 07 ნოემბერი 2011 18:57

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რევაზ ჩიტიძემ ბარათაშვილის ქუჩაზე გზის შეკეთების მიმდინარე სამუშაოები მოინახულა. საკრებულოს თავმჯდომარეს თან ახლდნენ ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მერაბ წილოსანი, მუნიციპალიტეტეის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ღლონტი.

 

გზის შეკეთებით სამუშაოებს სანიაღვრე არხების მოწყობით აწარმოებს შპს „არდიაი“. საკრებულოს თავმჯდომარემ სამუშაოების მიმდინარეობისას მშენებელს გარკვეულ ხარვეზზე მიუთითა და მდგომარეობის გამოსწორება მოთხოვა.

„არდიაის“ წარმომადგენლების თქმით, ისინი გაითვალისწინებენ ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნას და უახლოესი დღეების განმავლობაში გაათკეცებენ მუშაობას.

მათი დაპირებით, ნოემბრის ბოლოს გზის შეკეთებითი სამუშაოები დასრულდება.