20 | 10 | 2018

საკრებულომ რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესი დაამტკიცა

საკრებულომ რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესი დაამტკიცა

8 ნოემბერს გაიმართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ დეპუტატებს დღის წესრიგი გააცნო:

 

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის N50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის N41 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისლანჩხუთის მუნიციპალიტეტისლანჩხუთიკეთილმოწყობა“– დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ

5. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გვიმბალაურის ადმინისტრაციული ერთეულის ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

6. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

7. სხვადასხვა.

დღის წესრიგის გაცნობის შემდეგ სხდომა მუშაობას შეუდგა.

თავდაპირველად, საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-10, მე-11 კლასელი ის 5 მოსწავლე გააცნო, რომლებიც მონაწილეობდნენ პროკურატურის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურცენტრის მიერ ერთობლივ პროექტშიერთი დღე საჯარო სამსახურში“. მოსწავლეებმა გამოხატეს ინტერესი საჯარო სამსახურის მიმართ და ერთი დღის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლისა და პრესსამსახურის მუშაობას გაეცნენ. სურვილი გამოთქვეს დასწრებოდნენ საკრებულოს სხდომას.

მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტში შესულმა ცვლილებებმა ასახვა პოვა შესყიდვების გეგმაში და რადგან აღნიშნული საკითხები საფუძვლიანად განიხილეს ბიუროზე, კომისიებში, ფრაქციებში, მას არ მოჰყოლია კამათი.

დამტკიცდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ეს წესი ადგენს გამგეობის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების სამართლებრივ ურთიერთობებს.

რწმუნებული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში უწევს მომსახურებას პირებს, რომლებიც მიმართავენ მას როგორც წერილობითი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში (ავადმყოფობის, ადგილზე არყოფნის შემთხვევაში), ასევე ზეპირი ფორმით. რწმუნებული დადგენილი წესით ინახავს გაცემული დოკუმენტების პირებს და სხვა აქტებს. რწმუნებულმა შეიძლება გასცეს: ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობები, ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ, აქტები: ოჯახის შემადგენლობის შესახებ, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე, ქონების ფაქტობრივი ფლობა-განკარგვის თაობაზე.

საკრებულომ დააფუძნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისლანჩხუთი-კეთილმოწყობადა დამტკიცდა მისი წესდება.

,,ლანჩხუთი-კეთილმოწყობისსაქმიანობის ძირითად მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაუდებელი აუცილებლობიდან გამოწვეული საავარიო სიტუაციების აღმოფხვრა და კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელება.

რევაზ ჩიტიძის თქმით, მიმდინარე წლის მარტიდან მიმდინარეობს 2012 წლის ბიუჯეტზე მუშაობა. ახლა იწყება ადმინისტრაციული წარმოებალანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დადგენილების მისაღებად.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებსლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ 21 ნოემბრამდე.

სხვადასხვაში ტყე-კაფთან არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა სატყეო უბნის უფროსმა გიორგი ჩახვაძემ. მან დეტალურად გააცნო დამსწრეთ საშეშე მერქნის დამზადების წესი. ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაამთავრა.

 

 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია