25 | 11 | 2017

ხვნის ტემპი გაძლიერდა

უამინდობით გამოწვეული ჩამორჩენა თანდათან მცირდება. ხვნის ტემპი გაძლიერდა. 24 მაისს მუნიციპალიტეტის სოფლებში სამუშაოებს 84 ტრაქტორი ასრულებდა, მ.შ. 30 შპს "მექანიზატორის" კუთვნილებაა, ხოლო დანარჩენი - ადგილობრივი ტრაქტორებია.
დღეის მდგომარეობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოხნულია 3 858 ჰა. მიწის ფართობი.
მუნიციპალიტეტის ფართობების ხვნა მალე დასრულდება.
ჩამორჩენის აღმოფხვრაში დიდი წვლილ შეიტანა ადგილობრივმა ტექნიკამ, რომელმაც სამუშაოების შესრულება დროულად დაიწყო.
გამოცდილი მეურნეები თვლიან, რომ ტექნიკა ადგილზე უნდა იყოს, საჭირო რაოდენობითა და მოსახლეობისათვის ადვილად ხელმისაწვდომი.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა