22 | 11 | 2019

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ხელაძემ, გამგებლის მოადგილემ, ნუგზარ ცინცაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მოადგილემ, გელა კილაძემ,საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ია ჩხაიძემ, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად თავდაპირველად გვირგვინით შეამკეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მეთაურის, ნოე ჟორდანიას ბიუსტი.
ამის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ ქალაქის ცენტრალურ სკვერში მიმდინარე სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას: მკლავჭიდს, ჭადრაკს, ნარდს, ჭიდაობას... 
ცენტრალურ პარკში შეკრებილ საზოგადოებას 26 მაისი მიულოცა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა კილაძემ. მანვე გაიხსენა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა, რომელსაც დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა.
კულტურის ცენტრში კი 26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია