16 | 08 | 2018

საამაყო ფურცელი ქართული სპორტის ისტორიაში

 

ეს სწორედ 1986 წელი იყო, მაშინ, როდესაც ლანჩხუთის „გურია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა. მას შემდეგ 25 წელი გავიდა, გამარჯვებით გამოწვეული განწყობა არ განელებულა.

სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ინიციატივით აღინიშნება „გურიის“ უმაღლეს ლიგაში გადასვლის 25 და  გუნდის შექმნიდან 85 წელი.

 

ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად მოემზადა. მოეწყო საფეხბურთო ტურნირი , რომელშიც 18 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ქალაქისა და ჩოჩხათის გუნდები. დაძაბულ ბრძოლაში 1:0 გაიმარჯვა ქალაქის გუნდმა. აღსანიშნავია, რომ 12 ნოემბერს გამარჯვებული შეხვდება 1986 წლის ვეტერან ფეხბურთელებს.

ლანჩხუთში ელოდებიან წარსულში სახელგანთქმულ ფეხბურთელებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, „ივერიის“ სოლისტებს ნუგზარ კვაშალსა და ვახტანგ ტატიშვილს, რომელთაც შეასრულეს სიმღერა გამარჯვებულ გუნდზე, რამაზ ნიკოლაიშვილს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და რეგიონის ხელმძღვანელობას, ჩვენს ცნობილ თანაქალაქელებს.

მერაბ წულაძის ავტორობით გამოვიდა სპორტული ჟურნალი, რომელიც ასახავს „გურიის“ ბრწყინვალე გამარჯვებას.

სტუმრები დაესწრებიან სპორტული მუზეუმის გახსნას, კალენდარულ მატჩს ლანჩხუთის „გურიასა“ და ვანის „სულორს“ შორის, საიუბილეო ღონისძიებას კულტურის ცენტრში.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია