17 | 10 | 2019

ბავშვებს განსაკუთრებულად მიულოცეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებმა პირველი ივნისი ლანჩხუთელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს განსაკუთრებულად მიულოცეს.
კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძემ და წევრებმა თავიანთი სახელფასო დანაზოგიდან პატარებს: საბა ვარდოსანიძეს, ბესო და ლუკა მოისწრაფეშვილებს, ქეთი ჩხაიძეს, ნიკა თავდუმაძეს, საბა ფირცხალაიშვილს ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
პატარები სიხარულს ვერ მალავდნენ.

 


- დიდი მადლობა თქვენ, რომ ჩვენი პატარები ასე გაახარეთ, - უთხრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საბა ვარდოსანიძის დედამ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია