21 | 11 | 2017

საბჭოს სხდომა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა გამგეობის სათათბირო ორგანო (საბჭო), რომელმაც პირველი სხდომა დღეს ჩაატარა.
საბჭოს სხდომას შეზღუდული შესაძლებლობის პირები, მარიამ ნუცუბიძე და ნიკა ზენაიშვილი ესწრებოდნენ.
სხდომაზე ისაუბრეს ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციის დროს პანდუსების გაკეთებაა,, რითაც ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაადგილება იოლად შეეძლებათ.
ასევე ისაუბრეს 14 ივნისის ღონისძიებებზეც. 
საქართველოში 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ აღინიშნება. მარიამ ნუცუბიძემ, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "განვითარების ვექტორი" დააარსა და აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, ამ დღესთან დაკავშირებით პროექტიც წარმოადგინა.
"ეს დღე მთლიანად უნდა დაეთმოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. მათ უნდა ვაჩუქოთ ერთი ლამაზი დღე",- გვითხრა მარიამმა, რომელსაც კიდევ ბევრი საინტერესო იდეა აქვს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა