17 | 07 | 2019

ბავშვთა მერვე საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდა

27 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით თბილისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცის სახელობის 2004-2005-2006 წლებში დაბადებულ ბავშვთა მერვე საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდა, რომელშიაც მონაწილეობა ლანჩხუთელმა ბავშვებმაც მიიღეს.
ფესტივალში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის სულ 48 გუნდმა მიიღო: ვლადიკავკაზიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, კრასნოდარიდან, თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონიდან.
ლანჩხუთელებმა ფესტივალზე საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავეს და მათ თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გრიგოლ ცაავასაგან სერტიფიკატი და საჩუქრად სპორტული ეკიპირება მიიღეს.
გრიგოლ ცაავასაგან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მადლობის ბარათის მიიღო აღნიშნულ ფესტივალზე ლანჩხუთელი ბავშვების მონაწილეობასა და რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობისათვის.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია