16 | 08 | 2018

ფერმერებმა ნიადაგის მარტივი ანალიზი უნდა გააკეთონ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ფერმერებს სთავაზობს ნიდაგის მარტივი ანალიზის გაკეთებას.  ამასთან ერთად, მათ შესაძლებლობა ეძლევათ მოსავლიანობის ამაღლების მიზნით მიიღონ შესაბამისი რეკომენდაციები.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, გიორგი ჭყონიას თქმით, ნიადაგის ნიმუშის ასაღებად საჭიროა განსაზღვრული წესების დაცვა: ნიმუშების აღებამდე უნდა გააკეთონ საკვლევი ფართის სქემატური გეგმა; შემოხაზონ საკვლევი ფართის კონტურები და დაყონ თანაბარი ზომის ნაკვეთებად. თუ საკვლევი ფართის რელიეფი სწორია, მაშინ ნაკვეთის ფართი არ უნდა აღემატებოდეს 10 ჰა-ს, ხოლო თუ ტალღისებური ან დახრილია, მაშინ - 5 ჰა-ს; თითოეულ ნაკვეთზე, ნაკვეთის ორივე დიაგონალიდან თანაბრად, ბარით 0-20 სმ სიღრმეზე აიღება თანაბარი ოდენობის 8-10 ინდივიდუალური ნიმუში;

ინდივიდუალური ნიმუშები კარგად უნდა შეურიონ ერთმანეთს და აქედან აღებული 400-500 გრ არის საკვლევი (საშუალო) ნიმუში, ანუ მას ჩაუტარდება ლაბორატორიული ანალიზი; იგივე პროცედურა გაუკეთდება დანარჩენ ნაკვეთებისაც.

ფერმერებმა და დაინტერესებულმა  პირებმა უნდა წარმოადგინონ  ნიადაგის ნიმუში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

გიორგი ჭყონიას თქმით, ნიადაგის მარტივი ტიპის ანალიზის ჩატარება უფასო იქნება.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, III სართული (კოსტავას ქ. N37); ტელ: 595275394

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია