19 | 06 | 2018

კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდება

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) შესარჩევი კონკურსის კომისიის თავმჯდომარის, ზვიად აფხაზავას თქმით, კომისიის სახელზე 18 კონვერტი (ზოგიერთ კონვერტში რამდენიმე ნამუშევარი იდო, სულ 29 ნამუშევარი) შემოვიდა, კომისიამ განიხილა საკონკურსო პროექტები, თუმცა საუკეთესო ნამუშევარი ვერ შეარჩია, ამდენად შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად.

სხდომას ესწრებოდა პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს წევრი მალხაზ აფრიდონიძე. როგორც მან გვითხრა, მიუხედავად კონკურსის ჩაშლილად გამოცხადებისა, მაინც კმაყოფილი დარჩა, რადგან მსჯელობა გულმოდგინედ წარიმართა.

კონკურსის მონაწილეებს 5 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება კომისიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.

კომისიის უახლოეს სხდომაზე შემუშავდება კონკურსის ძირითად პირობებში ცვლილებების შეტანის პროექტი და კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდება. 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია