16 | 08 | 2018

ლესის სააღმზრდელო ჯგუფის აღსაზრდელებმა ხეები დარგეს

ლესის სააღმზრდელო ჯგუფის აღსაზრდელებმა  შემოდგომა გააცილეს. მსგავსი ღონისძიებები სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ჯგუფებისთვის ტრადიციულია.  ბავშვების საზეიმო განწყობა გაიზიარეს ცენტრის დირექტორმა ნინო ხალვაშმა, მოადგილემ, მაკა ურუშაძემ, აღსაზრდელთა მშობლებმა, ლესის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა, სოფლის ხელმძღვანელებმა....

შემოდგომის პეიზაჟებით მოწყობილ დარბაზში პატარებმა ბევრი იმღერეს, იცეკვეს, ჩურჩხელები ამოავლეს, თვითონაც გაიხარეს და სხვებიც ასიამოვნეს.

ზეიმის შემდეგ პატარებთან ერთად უფროსებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სააღმზრდელო ჯგუფის ეზოში ხეივანი გააშენეს. გამზადებულ ორმოებში უფროსების დახმარებით დარგეს კაკლის, ვაშლისა და იაპონური ხურმის ნერგები.

ღონისძიებამ აქციის სახე მიიღო.

ამ საქმეში ბავშვებს  სოფლის ხელმძღვანელობასთან ერთად სიამოვნებით გაუწია დახმარება სააღმზრდელო ცენტრის დირექტორმა, ნინო ხალვაშმა რომლის ინიციატივაც გახლდათ ეს აქცია.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია