20 | 10 | 2018

„ლანჩხუთი ევროპის საბჭოსთვის კარგი მაგალითია“

ბიორნ რანგევაერი, ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის წარმომადგენელი, პოლ ჰიდრესი, ევროპის საბჭოს ექსპერტი, ოლივიე ტერიენი ნორვეგიის ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა აბულაძე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მელუა, თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

ნორვეგიელმა სტუმრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ჩვენს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ და აღნიშნეს, რომ მოხარულები არიან, ორი წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ სტუმრობისა. მათი თქმით, აქ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა.

როგორც ოლივერ ტერიენმა განაცხადა ლანჩხუთი ევროპის საბჭოსთვის კარგი მაგალითია. სწორედ ლანჩხუთის მაგალითი შევა იმ სახელმძღვანელოში, რომელზედაც მუშაობენ და, რომელიც ევროპის ქვეყნებს მიეწოდება, რათა ამით იხელმძღვანელონ მუშაობაში.

შეხვედრაზე ისაუბრეს ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე, მიღწევებსა და ხელისშემშლელ საკითხებზე, ჩაისა და სოფლის მეურნეობის დარგების, ტურიზმის განვითარებაზე. უცხოელი ექსპერტები დაინტერესდნენ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ მუშაობის შესახებ, რაზედაც ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია