18 | 09 | 2019

10 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

10 ივლისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა,სადაც ექვსი საკითხი განიხილეს.სხდომის ძირითადი თემა ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები გახლდათ, რომელიც მომხსენებელმა საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ წარადგინა.
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ლაშხიას განმარტებით, მოთხოვნების შესაბამისად მიზანშეწონილია გაიზარდოს ლანჩხუთის მუნიციპალიუტეტის ბიუჯეტი 707 800 ლარით: ა(ა)იპიების დაფინანსება (,,უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის", ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის", ,,ტექ-სერვისის", ,,საგარეო ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის", ,,გოგონათა ექსპერიმენტალური სარაგბო საფეხბურთო სკოლის" სუბსიდირება, ,,საფეხბურთო სკოლის", ,,კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების", ,,ლანჩხუთის სერვისის"), სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამის , მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი და მეორე ჯგუფის ინვალიდების ასევე უკიდურესად დამძიმებული ჯანმრთელობის მქონე პირების ოჯახების დახმარების და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება გაიზარდოს. ასევე ააიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის გურიას“ სუბსიდირება გაიზარდოს 470 00 ლარით. 
ბიუჯეტის ცვლილების პროექტში დეპუტატებს გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ. პროექტი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ნოემბრის N107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკითხი, ადგილობრივი შესყიდვების გეგმაში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს, რასაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. 
მომხსენებელმა, რომან ბიწაძემ წარმოადგინა საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებელმა, შოთა ჩაგუნავამ წარმოადგინა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის ცვლიების პროექტი: ადმინისტრაციულ სამსახურის „ტექნიკური პერსონალიდან“ ამოღებულია „დამლაგებლის“ 4 და 
„მძღოლის“ 3 საშტატო ერთეული. ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 15 ერთეულით;
„სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური: 
სამსახურის უფროსი, სამი მთავარი სპეცილისტი. განათლების და კულტურის განყოფილება- განყოფილების უფროსი, მთავარი და წამყვანი სპეციალისტები. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება- განყოფილების უფროსი, მთავარი და წამყვანი სპეციალისტები.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია