19 | 06 | 2018

პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდისგან სახანძრო-სამაშველო სამსახურს სპეცტექნიკა გადაეცა

პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდის  ცენტრის პროექტის _ “ადგილობრივი განვითარება, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისა და მართვის დაგეგმვა და რეფორმების მხარდაჭერა გურიის რეგიონში“  ფარგლებში პოლონეთში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

 

პოლონეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე და სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი კახა ჯინჭარაძე ამბობდნენ, რომ სტაჟირება საკმაოდ ნაყოფიერი იყო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გასაღრმავებლად, საინტერესო შეხვედრები ჰქონდათ და პოლონური მხარე სახანძრო-სამაშველო ტექნიკას შეპირდათ.

როგორც კახა ჯინჭარაძემ გვითხრა, პოლონეთიდან უკვე ჩამოვიდა დაპირებული ტექნიკა: მერსედესის მარკის მანქანა (სამაშველო სამსახურისთვის არის განკუთვნილი), გარდა ამისა, საჩუქრებს შორისაა: რკინის პნევმატური მკვნეტარა (ავარიების დროს მანქანების), წყლის ტუმბო, სახანძრო სახელოები, ფანრები, ქიმიური თავდაცვის ტანსაცმელი, განგაშის საყვირები (9 ცალი, რომლებიც მუნიციპალიტეტის სოფლებში გადანაწილდება).

კახა ჯინჭარაძის ინფორმაციით, პოლონეთის საერთაშორისო დახმარების ფონდისგან კიდევ ელოდებიან სპეცტანსაცმელს.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია