17 | 12 | 2018

საკრებულოს მორიგი სხდომა 9 დეკემბერს გაიმართება

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე შვიდი საკითხი იყო განსახილველი, რომელიც ბიუროს წევრებს, გამგებლის მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ წარუდგინა.

 

მთავარი საკითხი მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტისა და შესყიდვების გეგმის პროექტები იყო, რომლებსაც დეტალურად ჯერ კომისიებში, შემდეგ კი საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

ბიუროს სხდომაზე მოისმინეს ასევე  სოფლის პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის თაობაზე ინსპექტირების ჯგუფის ანგარიში, რომელიც ბიუროს გამგებლის მოადგილე ნუგზარ ღლონტმა გააცნო.

სხდომაზე განიხილეს სოციალური და კულტურულ–ახალგაზრდული პროგრამების პროექტები.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, პროექტებზე ჯერ საკრებულოს კომისიებში იმუშავებენ, რის შემდეგ საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

საკრებულოს სხდომა მიმდინარე წლის 9 დეკემბერს გაიმართება.

იხ. პროექტები

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია