26 | 09 | 2018

ბრიფინგზე თანამშრომლობის მზაობა გამოითქვა

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რევაზ ჩიტიძემ ადგილობრივი გაზეთების წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართა.

რევაზ ჩიტიძემ პრესის მუშაკებს აქტიური თანამშრომლობისაკენ მოუწოდა და მომავალ კვირაში გასამართი სხდომების გრაფიკი მიაწოდა.

როგორც მან აღნიშნა, ჟურნალისტებს უფრო მეტი ჩართულობით შეუძლიათ დაესწრონ საკრებულოს ბიუროს, კომისიებისა და ფრაქციების სხდომებს და უშუალოდ გაეცნონ, როგორ მიმდინარეობს მუშაობა თვითმმართველობის ორგანოში.

რევაზ ჩიტიძის თქმით, მოხარული იქნება, თუ მათ შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება. მზად არის ყველა მათ შეკითხვას გასცეს პასუხი და ყველამ მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია, რადგან თვითმმართველობის ორგანოს კარი ღიაა დაინტერესებული პირებისთვის.

მედიის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს და საკრებულოს თავმჯდომარეს რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს, რაზედაც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია