21 | 11 | 2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ნინოშვილის მოსახლეობის შეხვედრა შედგა

დღეს ნინოშვილში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ნინოშვილის მოსახლეობის შეხვედრა შედგა.
მოსახლეობის სურვილი, ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირს შეხვედროდა, განპირობებული იყო იმით, როგორც თავად ამბობდნენ, წყალმომარაგების სამუშაოები ხარვეზებით მიმდინარეობს და შესაძლოა, წყალი ნინოშვილელებმა ვერ მიიღონ.
შეხვედრაზე, რომელსაც გამგებლის გარდა, მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, საპროექტო განყოფილების უფროსი ნუგზარ ბოლქვაძეც, ნინოშვილში გამგებლის წარმომადგენელი შოთა ტუღუში, დეპუტატი დავით ჩხარტიშვილი და სარემონტო სამუშაოების მწარმოებელი ესწრებოდნენ, გაირკვა, რომ წყალმომარაგების სამუშაოები პროექტის მიხედვით მიმდინარეობს.
"მშენებლობა მიმდინარეობს პროექტის მიხედვით. თუ გსურთ, რომ წყალი ჯერ ნინოშვილელებმა მიიღოთ და შემდეგ უკვე არჩეულს", განუცხადა მოსახლეობას ზაზა ურუშაძემ.
მოსახლეობა ამ წინადადებას დათანხმდა, თუმცა რამდენიმე საკითხზე მაინც ვერ შეჯერდნენ, რის გამოც გადაწყდა, რომ შეხვედრა განმეორებით შედგება, სადაც მოსახლეობა თავიანთ წინადადებას სამუშოების მწარმოებელ კომპანიას წარუდგენდა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა