22 | 11 | 2019

სახალხო ანსამბლი "მხედრები" თურქეთში გასტროლებზე იმყოფებოდა

ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული .
ანსამბლი გასტროლიდან 10 აგვისტოს, დილის ხუთ საათზე დაბრუნდა.
"კონცერტი სამ ქალაქში ჩავატარეთ: რიზეში, ფინდიკლსა და მურგულში. ართვინში კონცერტი მიზეზების გამო გადაიდო. ანსამბლმა "მხედრებმა" გუდასტვირისა და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა და სილამაზის კონკურსში მარი ზენაიშვილმა პირველი ადგილი აიღო. ამას გარდა, "მხედრებმა" გაიმარჯვა მუსიკალურ კონკურსშიაც", - გვითხრა ა(ა)იპ-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გივი იმნაიშვილმა.
მისივე თქმით, ანსამბლის წევრები ყველა ქალაქის გუბერნატორმა და ქალაქის თავმა მიიღო.
ანსამბლის წევრების თქმით, ყველგან დიდი სიხარულითა და სითბოთი იღებდნენ. რამდენიმე ქალაქის თავი ქართულადაც კი ესაუბრებოდა სტუმრებს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია