21 | 11 | 2017

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები შინდისში გაემგზავრნენ

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები შინდისში გაემგზავრნენ. 
ყოველი წლის 11 აგვისტოს ლანჩხუთის ხელისუფლება პატივს მიაგებს გმირებს, რომლებიც 2008 წლის ომის დროს შინდისში უთანასწორო ბრძოლის დროს დაიღუპნენ. 
17 გმირი ვაჟკაცურად და შეუდრეკელად იბრძოდა ისტორიულ ადგილზე: მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ფელიქს კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, შმაგი კუპატაძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე, 2 ლანჩხუთელი ვაჟკაცი ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე.

ტრადიციისამებრ, წელსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული გია ქურიძის სახელობის ახალგაზრდული დასი შინდისში წარადგენს მონო-სპეტაკლს, რომელიც გმირების ხსოვნისადმი იქნება მიძღვნილი.

 

 

 

 

 

 

 

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა