17 | 09 | 2019

ლანჩხუთელ ევროპის ჩემპიონებს საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს

 

თურქეთის ქალაქ სტამბულში გამართულ ევროპის ჩემპიონატ კარატე-დოში მსოფლიოს 17 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, 6 ლანჩხუთელი იყო: 9 წლის გიორგი ჩხაიძე, 10 წლის გუგა ივანაშვილი, 11 წლის საბა გოგოძე, 12 წლის გიორგი კეჭეხმაძე, 13 წლის დათო წილოსანი და თორნიკე ცინცაძე..

 

ლანჩხუთელებმა 8 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს! მართლაც დიდი წარმატებაა _ევროპის პირველობაზე მოასპარეზე 6 ლანჩხუთელიდან ყველა ჩემპიონი გახდა! აღსანიშნავია, რომ სენსეი მერაბ თურქიამ ფინალურ მატჩებშიც იმსაჯა.

ევროპის ჩემპიონებს მუნიციპალიტეტში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯანაშია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ირმა მგელაძე, შოტოკან კარატე-დოს გურიის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ თურქია, სპორტული ცენტრის დირექტორი მინდია დვალიშვილი, მწვრთნელები: ლაშა ბერიძე და მანუჩარ ჩხაიძე.

„მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ლანჩხუთს ევროპის ექვსი ჩემპიონი ჰყავს. ათასი მონაწილე ჰყავდა ევროპის ჩემპიონატს და აქედან ექვსმა ლანჩხუთელმა ოქროს მედალი მიიღო. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს, მათ მშობლებს, რომლებმაც სანაქებო შვილები გაზარდეს და მათ მწვრთნელებს, რომლებმაც მაქსიმუმი გააკეთეს, რათა ამ ბავშვებს წარმატებისთვის მიეღწიათ. ლომის წილი მათ წარმატებაში მერაბ თურქიას ეკუთვნის, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მას“, აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ, რევაზ ჩიტიძემ.

ბავშვებს მიესალმნენ და შემდგომი წარმატებები უსურვეს ზვიად აფხაზავამ, გოჩა ჯანაშიამ, მინდია დვალიშვილმა.

მერაბ თურქიამ მადლობა გადაუხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ყურადღებისთვის, ექვსი ევროპის ჩემპიონი ერთ მუნიციპალიტეტში მართლაც უდიდესი მიღწევაა.

შეხვეედრის დასასრულს ევროპის ჩემპიონებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია