21 | 11 | 2017

კომისიის სხდომა გაიმართა

გუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების.
კომისიის სხდომაზე თავმჯდომარე გიორგი ჩახვაძემ კომისიის წევრებთან ერთად იმ მოქალაქეების განცხადებები განიხილა, რომლებმაც კომისიას თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების თხოვნით მიმართეს.
წარმოდგენილი საბუთებიდან და დოკუმენტაციიდან გამომდინარე 15 შემოსული განცხადებიდან ოთხი კომისიამ მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყვიტა, დანარჩენ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდა.
კომისიის სხდომას განმცხადებლები პირადად ესწრებოდნენ და მათ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი უშუალოდ მოისმინეს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა