17 | 09 | 2019

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო, რომელსაც ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა, გამგებელი გიორგი გოგუაძე, ადგილობრივი ხელისუფლების, ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგელები.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დამსწრეთ საფინანსო სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ გააცნო. მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა საპროგნოზო შემოსავლებზე და აღნიშნა, რომ რიგ სფეროებში შეინიშნება შემოსავლების მატება. 2011 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 2012 წლის ბიუჯეტი იზრდება 473 100 ლარით.

2012 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტებია სკოლამდელი დაწესებულებები, სოციალური პროგრამები და ჯანდაცვა, სოც-კულტურული ღონისძიებები, შიდა გზებისა და ხიდების შეკეთება, წყალმომარაგება, გარე განათების მოწყობა, მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცია და სხვ.

შესყიდვების სამსახურის უფროსმა მაია აფხაზავამ შესყიდვების გეგმა წარმოადგინა, რომელიც ბიუჯეტის პროექტს მიჰყვება.

სოციალური სამსახურის უფროსის, მაკა გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, 2012 წელს იმუშავებს 18 სოციალური პროგრამა, რომელთაგანაც რამდენიმე პირველად ამოქმედდება. მაგალითად, შეჭირვებულ ოჯახთა 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო თანადაფინანსების, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრიავნანას თანადაფინანსების, ბიკარბონატული ჰემოდიალეზით-თირკმელების ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დახმარების პროგრამები.

მომავალი წლისთვის სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად პროექტით, 390 900 ლარია გათვალისწინებული. თანხა 1242 ბენეფიციარზეა გათვლილი.

სოც-კულტურული ღონისძიებების პროგრამების პროექტებზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ირმა მგელაძემ ისაუბრა.

საკრებულოს თავმჯდომარის, რევაზ ჩიტიძის თქმით, წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიღება მეტად მნიშვნელოვანია. მომავალი წლის ბიუჯეტის არც ერთ სეგმენტში კლება არ შეინიშნება, შემოსავლების მატება კი მოსალოდნელია, რაც ყველა პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა. ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული ინფრასტრუქტურისა და სოფლის პროგრამის თანხები, რაც ასახვას ჰპოვებს მომავალი წლის პირველ კვარტალში. როგორც აღნიშნ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები გაცილებით მეტი და მრავალფეროვანი იქნება, ვიდრე გასულ წლებში იყო.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია