17 | 09 | 2019

ბიუჯეტის პროექტით სამოქალაქო ჩართულობის კლუბის წევრები დაინტერესდნენ

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს დეტალურად იხილავენ.

სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გოჩა ჯანაშიამ კომისიის წევრებს სოციალური და სოც-კულტურული პროგრამების პროექტები გააცნო. გასულ წელთან შედარებით 2012 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 18 პროგრამას დააფინანსებს.

კომისიის წევრების მხრიდან გამოითქვა გარკვეული ხასიათის შენიშვნები და წინადადებები, რასაც კომისიის თავმჯდომარის თქმით, საკრებულოს სხდომაზე აუცილებლად განიხილავენ.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2012 წლის ბიუჯეტისა და შესყიდვების პროექტები და პრიორიტეტების გეგმა განიხილა.

აღსანიშნავია, რომ სხდომას სამოქალაქო ჩართულობის კლუბის წევრები, ქალაქის №2 და ჩიბათის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

როგორც კლუბის ორგანიზატორმა, ლადო აფხაზავამ გვითხრა, ბავშვებს აინტერესებთ საჯარო სამსახურების მუშაობის სტილი და პრინციპი. მოსწავლეები დაინტერესდნენ გათვალისწინებული იყო თუ არა მეორე სკოლასთან მისასვლელი სანიაღვრე არხის შეკეთება ბიუჯეტის პროექტში.

საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ, პაატა ფირცხალაიშვილმა მათ აუხსნა, რომ ყველა პრობლემა გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის პროექტებში, რომლის დასაფინანსებლად საჭირო თანხას ბიუჯეტი მომავალი წლის იანვარ-თებერვალში მიიღებს.

კომისიის წევრებმა კენჭი უყარეს ბიუჯეტისა და შესყიდვების პროექტებსა და პრიორიტეტების გეგმას, რომლებსაც საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია