18 | 12 | 2017

ნოვა კახოვკის ქალაქის საბჭოს დელეგაციის ვიზიტი ლანჩხუთში

 

უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს შორის 2010 წლის დადებული დაძმობილებისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში 2-5 დეკემბერს ლანჩხუთში ოფიციალური მეგობრული ვიზიტით ჩამოდის ნოვა კახოვკის ქალაქის საბჭოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან: ალექსანდრე ლუკიანენკო _ ქალაქის საბჭოს მდივანი, სერგეი ბოროდაენკო _ ქალაქის საბჭოს დეპუტატი, გაერთიანება ,,უკრჰიდროენერგოსკახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დირექტორი, კონსტანტინე ზაგორუიკო _ ქალაქის საბჭოს დეპუტატი, კომუნალური საწარმო ,,ქალაქის დახურული ბაზრისდირექტორი და იგორ დიკუხა _ მეთევზეობის სახელმწიფო საწარმოს დირექტორი.

ვიზიტის მიზანია ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება.

ამავე დროს დაგეგმილია შეხვედრები სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა