ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოეწყო დასუფთავების აქცია

გამოქვეყნებულია პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 17:32

დასუფთავების საერთაშორისო კამპანიის, „დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, გარემოსდაცვითი პროგრამის (UNFP) ინიციატივით, „ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პლანეტა, ჩვენი პასუხისმგებლობა“ ამ სლოგანით დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოეწყო დასუფთავების აქცია.
დასუფთავების აქციაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ორგანიზაციის 350-მდე თანამშრომელი ჩაერთო. მათ ქალაქის სხვადასხვა ადგილი დაასუფთავეს და მთლიანობაში 17 მ3 ნაგავი გაიტანეს.