21 | 11 | 2017

დღეს საბავშვო ბაღებმა სწავლა განაახლეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელი დავით წულაძე ქალაქისა და ქვიანის საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ.
"დღეს მართლა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბავშვებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ლანჩხუთში ყველა ბაღი გარემონტდა, აღვადგინეთ ორი საბავშვო ბაღი, მაჩხვარეთსა და ქვიანში ბაღები სრულად რეაბილიტირდა. კიდევ ორი ახალი ბაღი შენდება წყალწმინდასა და ჯურუყვეთში. ეს პატარები ჩვენი ქვეყნის მომავალია და ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათზე. დღეს ღვთისმშობლობაა. გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულსა და სწავლის დაწყებას. ღვთისმშობლის მადლი შეგეწიოთ" - ასე მიესალმა პატარებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე.
სწავლის დაწყება მიულოცა აღსაზრდელებსა და მათ აღმზრდელ-პედაგოგებს დავით წულაძემაც.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა