18 | 12 | 2017

საკრებულოს სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება

 

6 დეკემბერს გაიმართა საკრებულოს ბიუროს სხდომა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რევაზ ჩიტიძემ ბიუროს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.

მისი განცხადებით, მაჩხვარეთის, ორაგვის,ზემო შუხუთისა და ქვემო შუხუთის  ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება.

 

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია ინფრასტრუქტურის პროექტების, სოფლის პროგრამების შეუსრულებელი ვალდებულებების შესახებ.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებმა 2012 წლის ბიუჯეტის პროექტზე თავიანთი შენიშვნები გამოთქვეს და დასკვნები წარმოადგინეს.

მოისმინეს ინფორმაცია 2012 წლის წლის სოციალური და სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების პროექტებზე.

ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესზე, ასევე სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესზე.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გოგუაძემ გააკეთა ინფორმაცია საახალწლო ნაძვის ხისა და სხვა საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების მიმდინარეობის შესახებ. ასევე გააცნო მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა.(ა).ი.პ.-ებისა და შპს-ების ანგარიშების ჩაბარების გრაფიკი.

მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) შესარჩევი კონკურსის ძირითადი პირობების დადგენის შესახებ ისაუბრა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად აფხაზავამ. რადგან გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს, ამიტომ დებულებაში გამოცხადების ვადების შესახებ ცვლილებები უნდა შევიდეს.

საკითხების გაცნობისა და მსჯელობის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიები, მომხსენებლები და საკრებულოს სხდომის თარიღი განსაზღვრა.

საკრებულოს სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა