აცანასა და აკეთში ინფრასტრუქტურის დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 10:58

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ აცანისა და აკეთის მაჟორიტარებმა ემზარ თევდორაძემ და გიორგი მორჩილაძემ, აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებმა უჩა ჩხაიძემ და მანუჩარ ღლონტმა აცანასა და აკეთში ინფრასტრუქტურის დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.
აცანის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის პროგრამის ფარგლებში საქვიხიას ჩანჩქერზე ჩასასვლელი კიბე მოეწყო, რომელიც 128 საფეხურისგან და ხუთი აივნისგან შედგება. პროექტის ღირებულება 12 592 ლარია. 
აკეთში მიმდინარეობს საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. 2 სართულიანი შენობა 60 ბავშვზეა გათვლილი. 
პროექტის ღირებულება 149 208 ლარს შეადგენს, სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს” ხურო ასრულებს. 
აღნიშნული შენობის პირველ სართულზე ორი ოთახი სოფლის ადმინისტრაციას დაეთმობა.