21 | 11 | 2017

ფრაქცია ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო"-ს სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო"-ს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, თავმჯდომარე კახა ურუშაძემ გააცნო დამსწრეებს.
ფრაქციის სხდომაზე ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი განიხილეს, რის საფუძველზეც ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსებაზე მიიმართა 3728949 ლარი.
სხდომაზე ,,სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამაში“ შესული ცვლილები განიხილეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების ოჯახებს 27 სექტემბერს (სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 15 ბენეფიციარი) გადაეცემა 100-100 ლარი და 8 აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს გადაეცემა 300-300 ლარი (3 ოჯახი) ერთჯერადი დახმარების სახით. 
სხდომაზე „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N10 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს. მომხსენებელმა გიორგი ფაცურიამ წარმოადგინა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხა. პროექტის მიღება გამოიწვევს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას. 
საკითხებში ,,სხვადასხვა“ საკრებულოს თავმჯდომარემ და ამავდროულად აღნიშნული ფრაქციის წევრმა გიორგი ხელაძემ განაცხადა, რომ სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალთან დაკავშირებით შეიქმნება მუშა-ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში ფრაქციებისა და კომისიების წარმომადგენელებიც იქნებიან. 
ფრაქციის წევრებმა სხვა მნიშვნელოვან საკითხების ირგვლივ იმსჯელეს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა