22 | 11 | 2019

დროებითი სამუშაო ჯგუფი მსგავს სამუშაოებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც ჩაატარებენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრები გიორგი ჩახვაძე და ბესიკ ტაბიძე სუფსის მოსახლეობის ნაწილს შეხვდნენ, რომელთა საყანე ფართობებში E-60 ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-4 ლოტი გაივლის.
მოსახლეობასთან შეხვედრას სამუშაო ჯგუფთან ერთად ესწრებოდნენ ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და გამგებლის წარმომადგენელი სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან შარიქაძე.
მოსახლეობასთან გაიმართა კონსულტაციები აღნიშნულ პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფის წევრები აქციის მონაწილეებთან ერთად უშუალოდ იმყოფებოდნენ საყანე ფართობებში და ადგილზე მოახდინეს აღწერა, თუ რა რაოდენობის სიმინდის, ლობიოსა და სოიოს მოყვანაა შესაძლებელი ერთ კვადრატულ მეტრზე. 
ჯგუფმა დაიწყო იმ საყანე ფართობების აღწერა, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე არ დამუშავებულა. 
დროებითი სამუშაო ჯგუფი მსგავს სამუშაოებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც ჩაატარებენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია