21 | 11 | 2017

საკრებულოს წევრმა დავით ჩხარტიშვილმა ნინოშვილის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

10 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა დავით ჩხარტიშვილმა ნინოშვილის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატმა მოკლედ ისაუბრა ნინოშვილში სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით განხორციელებულ სამუშაოებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. სოფელში დასრულდა წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სოფელ ყელაში მოეწყო სანიაღვრე არხები. გარემონტდა ,,ჭყონიას ხიდი“, თუმცა როგორც მოსახლეობა ამბობს, აქვე აუცილებელია გაბიონის მოწყობა. 
მოსახლეობამ საკრებულოს წევრს სოფელში არსებული პრობლემები გააცნო. 
აკაკი ღლონტმა აღნიშნა, რომ წყლის მაგისტრალი არასწორად გაკეთდა, გზები გადათხრილია და რამდენიმე ოჯახს საცალფეხო გზა არ დარჩა, შესაძლოა 4 ოჯახი გზის გარეშე დარჩეს. 
ოთარ ანთაძემ აღნიშნა, რომ დასრულდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მაგრამ აუცილებელია სანიღვრე არხების მოწყობაც. 
ნინოშვილში მწვავედ დგას ასევე ნაგვის გატანის პრობლემაც, სოფელში არ დგას ნაგვის ურნები. 
მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ საბავშვო ბაღისთვის მოხერხდეს ეზოს ატრაქციონების მოწყობა. 
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. მოსახლეობამ იმედი გამოთქვა, რომ მათი პრობლემები უახლოეს პერიოდში მოგვარდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა