16 | 07 | 2019

საკრებულოს წევრმა რომან ბიწაძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობის სააქტო დარბაზში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა რომან ბიწაძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობის სააქტო დარბაზში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
,,შევეცდები წარმოგიდგინოთ ანგარიში, რომელიც მოიცავს როგორც საკრებულოს წევრისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო,იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მიერ გაწეულ მუშაობას“, მიმართა რომან ბიწაძემ დამსწრეებს.
კომისიამ საანგარიშო პერიოდში განხილა 78 საკითხი, მომზდა 19-ზე მეტი დასკვნა სხვადასხვა საკითხებზე, მომზადდა 10-ზე მეტი საკრებულოს ნორმატიული აქტი.
,,მჭიდრო თანამშრომლობა მაქვს საქართველოს მთავრობასთან სამინისტროების სახით და საქართველოს პარლამენტთან, რომელიც შეეხება ჩემს ინიციატივებს, წინადადებებს და რეკომენდაციებს კანონის ან კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების შეტანას. ზემოთ დასახელებულ უწყებებში შეტანილია 4 ინიციატივა, რომელთაგან ერთი უკვე აისახა თვითმმართველობის კოდექსში, ხოლო 2 უახლოეს დღეებში ასახული იქნება ორ კანონქვემდებარე აქტში.
ალბათ თქვენთვის საინტერესო იქნება თუ რა საკითხებს შეეხებოდა ჩემი ინიციატივები. ვთვლიდი, რომ საკრებულოს თანამდებობის პირებს ისედაც ქონდათ საშუალებები განეხორციელებინა კანონით მინიჭებული უფლებები და არ მიმაჩნდა სწორად მათ მიეღოთ კომპენსაცია. საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ხელაძეს ეს აზრი გაუზიარე, მას მოეწონა და შევთავაზეთ საკრებულოს ბიუროს წევრებს, ნებაყოფლობით გვეთქვა უარი კომპენსაციის მიღებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო იყო იშვიათი გამონაკლისი, რომლის თანამდებობის პირები არ ვიღებდით კომპენსაციებს. საქართველოს პარლამენტის მიერ გაზიარებული იქნა ჩემი შენიშვნები და კანონში ჩაიწერა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელ ხარჯებს მიიღებენ მხოლოდ საკრებულოს არათანამდებობის პირები.
მოგეხსენებათ, სამასალე მერქნის მოპოვება სირთულეებთან არის დაკავშირებული. გარემოს დაცვის სამინისტრომ გაიზიარა ჩემი შეხედულებები და დიდი ალბათობით სამასალე მერქნის მოპოვების საკითხი სერიოზულად გამარტივდება და წლის ბოლოსთვის ასახული იქნება შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. 
საანგარიშო პერიოდში მქონდა 5 გასვლითი შეხვედრა მოსახლეობასთან მაჩხვარეთის, ნიგოითის, ქალაქის, შუხუთის და სუფსის ადმინისტრაცუილ ერთეულებში, რომლის მიზანი იყო გამეგო, თუ როგორ იყვნენ ინფორმირებულები ჩვენი მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ და როგორ იყო მათი ხედვები ბიუჯეტის პრიორიტეტების მიმართ. შეხვედრებმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ჩვენი მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულები არიან საბიუჯეტო პროცესის თაობაზე. მოსახლეობისთვის პრიორიტეტებია დასაქმება, გაზიფიცირება, გზების კეთილმოწყობა, საბავშო ბაღები, წყალმომარაგება და ა.შ. “, აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა. 
როგორც საკრებულოს წევრმა დასძინა, იგი მზადაა მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის, მაქსიმალურად მცირე ვადებში უპასუხოს მათ წერილობით და ზეპირ განცხადებებს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია