15 | 11 | 2019

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ააიპ-იების ანგარიშების მოსმენა დაიწყო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რევაზ ჩიტიძემ, გამგებელმა გიორგი გოგუაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად აფხაზავამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ააიპ-იების 2011 წლის ანგარიშების მოსმენა დაიწყეს.

ცენტრალური ბიბლიოთეკაში თანამშრომლებთან ერთად განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ცენტრის, ტურიზმის განვითარების ცენტრისა და ცენტრალური ბიბლიოთეკის ანგარიშები.

თითოეული სამსახურის ხელმძღვანელი პრეზენტაციას აკეთებდა: რა ღონისძიებები ჩაატარა, სუბსიდიით გამოყოფილი თანხა რაში და როგორ დახარჯა. ანგარიშის მოსმენის შემდეგ კი ხელმძღვანელთა შეკითხვებს პასუხობდნენ

ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელთა განცხადებით, ასეთი სახით ანგარიშის მოსმენა აუცილებელია, თითოეულმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს, თავის ორგანიზაციაში რა და როგორ კეთდება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია