18 | 09 | 2019

დაფიქსირდა მავნებელი ,,ბზის ალურა“

ბოლო დროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ ნიგოითის, შუხუთის, მაჩხვარეთის, ლესის, ჩიბათის, ნიგვზიანის, სუფსის და ნინოშვილის ადმინისტრაციული ერთეულებში, მაცხოვრებელთა კერძო ნაკვეთებში, მიმდინარე წლის მაისის თვიდან, მოსახლეობიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული შემოწმების შედეგად დაფიქსირდა მავნებელი ,,ბზის ალურა“, ამასთან დაკავშირებით ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მიერ მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია მავნებლის მავნეობის შესახებ და მათ წინააღმდეგ ქიმიური მეთოდით ბრძოლის ღონისძიების ჩატარებისათვის გამოსაყენებელი პრეპარატების (ინსექტიციდების), დოზის, ვადების და უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით. 
მოსახლეობის მიერ ჩატარებული წამლობითი ღონისძიებების შედეგად მდგომარეობა გაუმჯობესდა და შემცირდა მავნებლის ,,ბზის ალურა“-ს მავნეობის გავრცელების არეალი. 
შესაბამისი სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წამლობითი ღონისძიებების დროს გამოყენებულია შემდეგი პრეპარატები: ალპაკი, ბი-58 ახალი, დეცისი და სხვა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია