14 | 12 | 2018

დაწესდა შეზღუდვა და მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიების გატარება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 2015 წლის 2 ნოემბრის №4203 ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, გვიმბალაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. გვიმბალაურის ტერიტორიაზე(ფერმა) ერთი სული მსხვილი რქოსანი პირუტყვის პათმასალაში მიკროსკოპული გამოკვლევით დადგინდა ცოფი, აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,საქართველოს კანონის /სურსათის/ცხოველის ,საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“-ს 53-ე, 55-ე და 56-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #420 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტი ,,ცხოველთა საკარანტინო წესები“-ს და ,,სახელმწიფო რწმუნებულის-
გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის #308 დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე,
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის (ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში), ბატონ გია სალუქვაძის 2015 წლის 6 ნოემბრის N249 განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გვიმბალაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ.გვიმბალაურის ტერიტორიაზე(ფერმა) დაწესდა შეზღუდვა და მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული
ღონისძიების გატარება (ვაქცინაცია- დეზინფექცია 2-3 კმ რადიუსი).
აქვე დავძენთ,რომ მიმდინარეობს უსაფრთხოების ყველა საჭირო ღონისძიების
გატარება.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია