10 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარსდგა

29 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე მოსახლეობის წინაშე ანგარიშით წარსდგა.
შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა. აღინიშნა, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა მოგვარდა და ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაჭრას.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მოკლედ მიმოიხილა ბოლო სამი წლის მანძილზე განხორციელებული პროექტები ლანჩხუთისმუნიციპალიტეტში. მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე ლანჩხუთში დაახლოებით ათი მილიონი ლარი დაიხარჯა. აკეთში, აცანაში, ჩოჩხათში უმნიშვნელოვანესი პროექტები ხორციელდება. საუბარია აკეთში ნაპირსამაგრ, აცანაში - მეწყერსაშიშ ზონაში მიწის გასამაგრებელ სამუშაოებსა და ჩოჩხათი-გულიანის გზის პროექტზე. 
"ყველა სოფელში გვარდება გზის, წყლის, გარე განათების პრობლემა. ჩვენ ასე გავაგრძელებთ მომავალშიაც. გპირდებით, რომ თქვენთან ყოველთვის აი, ასეთი უშუალო და პირდაპირი კავშირი გვექნება" - აღნიშნა გამგებელმა.
მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოქმედებს სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამა, რომლითაც, კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, შესაძლებლობის ფარგლებში, ეხმარებიან სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას.
ასევე მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური თავის მხრივ ახორციელებს არაერთ სპორტულ და ახალგაზრდულ პროგრამას.
ამ პროგრამების განხორციელება მომავალშიაც გაგრძელდება.
ბატონი ზაზა ურუშაძე შეხვედრაზე სხვა საკითხებსაც შეეხო,მათ შორის, კრიტიკულსაც.
მოსახლეობასთან შეხვედრა საქმიან და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია