19 | 12 | 2018

ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობებში

სსიპ“ ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრმა“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან(GIZ) ერთად 2015 წლის აგვისტოდან დაიწყო პროექტის განხორციელება სახელწოდებით “ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნა 20 მუნიციპალიტეტი და მათ შორის ლანჩხუთი. მიღებული გამოცდილების და ცოდნის საფუძველზე ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებამ განახორციელა 2016 წელს განსახორციელებელი ტრენინგ–საჭიროებების გეგმის შედგენა.
2015 წლის 9 ნოემბერს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ექსპერტი, თამარ ცირეკიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას საკონსულტაციო ვიზიტით ესტუმრა. მან მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს გააცნო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული ყველა რანგის მოხელის სამუშაოს შესრულების შეფასების პრინციპები. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც ძალაში 2017 წლიდან შედის. 
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განხილეს ის ცვლილებები, რომლის განხორციელებაც მუნიციპალიტეტს კანონის შესაბამისად მოუწევს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია