15 | 12 | 2018

საკრებულოს წევრმა თემურ ალექსაიამ ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

20 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა თემურ ალექსაიამ ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატმა მათ მოკლედ გააცნო ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში განხორციელებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამები და ინფრასტრუქტურული პროექტები.
მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფელ ქვიანში ,,ფიჩორის“ უბანში , ჭყონაგორაში, ნიგოითსა და ჯაპანაში მოეწყო გარე განათება, სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე მოეწყო რკინა-ბეტობის საფარი, შეიღობა საყანე ფართობები, ფართობებში მისასვლელ გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და მოეწო 4 ხიდი, გაიწმინდა სანიაღვრე არხები, ჯიხეთის მონასტრის ტერიტორიაზე მოეწყო წყალსადენი ქსელი. ჩოლობარგში საზოგადოებრივი ცენტრის შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და სკვერი კეთილმოეწყო ნიგოითში.
მოსახლეობამ საკრებულოს წევრს სოფლებში არსებული პრობლემები გააცნო. ამირან ხუხუნაიშვილის განცხადებით ჭყონაგორაში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხარვეზებით შესრულდა, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ისევ უწყლოდ დარჩა. საჭიროა 50 ტ ავზის შეძენა და დაახლოებით 1 კმ მილის მოწესრიგება.

ომარ ხიტირის განცხადებით, აუცილებელია მედპუნქტის კეთილმოწყობა, რომელიც 5 სოფელს ემსახურება.
ირინა ექსელიძის განცხადებით, საცხოვრებელი სახლი მეწყერსაშიშ ზონაშია და დახმარებას საჭიროებს.
ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ადგილობრივი მეწარმეები და მოსახლეობა დასაქმდეს.
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. მოსახლეობამ იმედი გამოთქვა, რომ მათი პრობლემები გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია