15 | 12 | 2018

საკრებულოს წევრმა გიორგი ჩახვაძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში მოსახლეობათან შეხვედრა გამართა

23 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გიორგი ჩახვაძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში მოსახლეობათან შეხვედრა გამართა.
,,შევეცდები წარმოგიდგინოთ ანგარიში, რომელიც მოიცავს როგორც საკრებულოს წევრისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონებისა მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მიერ გაწეულ მუშაობას“, მიმართა გიორგი ჩახვაძემ დამსწრეებს.
დეპუტატმა ისაუბრა საკრებულოსა და კომისიების სხდომებზე მის მიერ წამოყენებულ წინადადებებსა და ინიციატივებზე.
,,საანგარიშო პერიოდში კომისიამ გამგეობის სამსახურებიდან და საკრებულოს სხვა კომისიებიდან ინიცირებული პროექტები განიხილა, შეისწავლა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები, მოამზადა სამართლებრივი აქტების პროექტები.
ასევე კომისიის მიერ მომზადდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის წლების განმავლობაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე წერილები. რომელიც ეხებოდა კოლხეთის ეროვნულ პარკს და ყოფილ საკოლმეურნეო ფართობებს, სს „ფოთი ტორფს“.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ტერიტორია, რომელზეც ტორფის მოპოვება ხდება, ეკუთვნის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, ხოლო ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის თანხა შედის ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება, რათა მოსაკრებელის თანხის ჩარიცხვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მოხდეს.
ამავე კომისიამ გააგზავნა დასაბუთებული წერილები შესაბამის უწყებეში, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიათა ჩამონათვალიდან 9800 ჰა, ასევე სახელმწიფოს სატყეო ფონდიდან ყოფილი საკოლმეურნეო ფართობების 2100 ჰა ამორიცხვის მოთხოვნით.დღეს მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა და გადაჭრის გზების ძიება.

მოგეხსენებათ, სამასალე მერქნის მოპოვება სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამავე კომისიიამ მოამზადა წერილები სამასალე და საშეშე ხე-ტყის მოპოვებაზე დაწესებული გადაულახავი ბარიერების გამარტივებასთან დაკავშირებით და დიდი ალბათობით სამასალე მერქნის მოპოვების საკითხი სერიოზულად გამარტივდება და წლის ბოლოსთვის ასახული იქნება შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში,“ განაცხადა გიორგი ჩახვაძემ.
საკრებულოში ფუნქციონირებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია“ (ლეგალიზაციის კომისია) დეპუტატ გიორგი ჩახვაძის თავმჯდომარეობით.
დეპუტატის განცხადებით, კომისია შემოსული განცხადების საფუძველზე, ადგილზე მისვლით სწავლობს არსებულ მდგომარეობას, ასურათებს მიწის ფართობებს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს, იკვლევს ცალკეულ გარემოებებს, რათა მაქსიმალურად მოახდინოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ კანონის შესაბამისად მიწის ფონდის ათვისება. აღნიშნულმა კომისიამ საანგარიშო პერიოდში განიხილა 130 განცხადება, ამათგან 70 დაკმაყოფილდა, გასცა 55 საკუთრების უფლების მოწმობა.
დეპუტატმა ისაუბრა ასევე მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, საკრებულოში შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, გიორგი ჩახვაძის თავმჯდომარეობით. ჯგუფი იკვლევს არსებულ პრობლემებს, რომელშიც ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა. საბოლოო დასკვნა უახლოეს ხანში მომზადება. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ჯგუფის მიზანია, როგორც მოსახლეობის, ასევე სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია