15 | 12 | 2018

საკრებულოს წევრი ალექსანდრე მახათაძე სოფელ ბაღლეფის მოსახლეობას შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა

28 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ალექსანდრე მახათაძე სოფელ ბაღლეფის მოსახლეობას შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატმა დამსწრეებს მიმდინარე წელს ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული სამუშაოები გააცნო. წელს მოწესრიგდა შიდა გზები და სანიაღვრე არხები, მოეწყო მილ-ხიდები, მოწესრიგდა სასაფლაოსთან მისასვლელი გზა. სოფელში შენდება ევროსტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, რომელიც 60 ბავშვზეა გათვლილი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსახლეობის მთავარი პრიორიტეტი წყლის სისტემის რეაბილიტაციაა. დეპუტატის განმარტებით აღნიშნული მოთხოვნები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია