15 | 12 | 2018

წევრი ალექსანდრე სარიშვილი ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა

26 ოქტომბერს საკრებულოს წევრი ალექსანდრე სარიშვილი ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.
,,ვინაიდან თქვენ კარგად მოგეხსენებათ რაც გაკეთდა მიმდინარე წელს ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოკლედ მოგახსენებთ შესრულებული სამუშაოების შესახებ. მინდა თქვენი მოსაზრებები და წინადადებები მოვისმინო “, მიმართა დეპუტატმა მოსახლეობას.
დეპუტატმა მოკლედ ისაუბრა სოფელში განხორციელებულ პროექტებზე და ჩოჩხათი-გულიანის გზის მნიშვნელობაზე. 12 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტი სამ წელზეა გაწერილი.

შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.
მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ გამარტივდეს ხე-ტყის მოპოვებაზე დაწესებული გადაულახავი ბარიერები და რწმუნებულს მიეცეს ადგილზე ცნობის გაცემის უფლებამოსილება.
როგორც მოსახლეობამ განაცხადა, პრიორიტეტი მათთვის წყალის სისტემის რეაბილიტაცია და აგრე განათების მოწყობაა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია