21 | 11 | 2017

საკრებულოს წევრი აკაკი იმნაიშვილი შუხუთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა

27 ოქტომბერს საკრებულოს წევრი აკაკი იმნაიშვილი შუხუთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატმა მოსახლეობას გააცნო კომისიების, ფრაქციისა და საკრებულოს სხდომებზე მის მიერ დაყენებული წინადადებები და პრობლემური საკითხები.
ასევე გააცნო მიმდინარე წელს შუხუთში განხორციელებული პროექტები. ,, მინდა გითხრათ, რომ სხვა წლებთან შედარებით წელს ბევრი რამ გაკეთა შუხუთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში: ელექტროგანათება მოეწყო მატარებლის ბაქანთან, ასევე კალანდაძის, წმ. ნინოსა და წმ. პანტელეიმონ პირველის ქუჩებზე. ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე და საწრეტი არხები. გაბრიელ ქიქოძის ქუჩაზე ჩატარდა წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ,,საკირეზე“ კი მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მოხერხდა ზემო შუხუთის ნაწილის წყლის რეაბილიტაცია, მომავალ წელს პროექტი ქვემო შუხუთს მოიცავს. ასევე საბავშო ბაღის შენობას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. პრობლემები ბევრია, მაგრამ ეტაპობრივად მოვაგვარებთ. “, განაცხადა დეპუტატმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წრიმართა. მოსახლეობამ საკრებულოს წევრს მათი პრობლემები გააცნო.

დარეჯან ორაგველიძის განცხადებით, მისი სახლის უკან ღელე ჩამოდის, რომელიც წვიმის დროს საშიშროებას ქმნის და აუცილებელია ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება.
გალინა ხუხუნაიშვილი დაინტერესდა, როდის გაგრძელდება გაზის მაგისტრალის მშენებლობა. ,, გამგებლის მოწოდებული ინფორმაციით 2015 წლის ბოლოდან დაიწყება გაზიფიცირება და 2016 წელს დასრუდება“, განაცხადა დეპუტატმა.
გრიშა ჯაფარიძის განცხადებით, მისასალმებელია რომ ბევრი რამ გაკეთდა სოფელში, მაგრამ რუსთაველის ქუჩაზე არაფერი გაკეთებულა, მისი თქმით, სანიაღვრე არხები და გარე განათებაა გასაკეთებელი.
მოსახლეობის მოთხოვნაა, ასევე შუხუთის ცენტრის კეთილმოწყობა, საბავშვო ბაღის და სკოლის შენობების რეაბილიტაცია. მათივე განცხადებით, ავარიული კულტურის სახლთან დაკავშირებით სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო.
მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა დეპუტატს ყურადღებისთვის და თანადგომისთვის. დეპუტატი თავის მხრივ დაპირდა რომ მათ მოთხოვნებს ადგილოვბრივ ხელისუფლებამდე მიიტანს.
იმედი გამოითქვა, რომ არსებული პრობლემები უახლოეს ხანში მოგვარდება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა