14 | 12 | 2018

საკრებულოს წევრი ჯუმბერ ბლაგიძე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა

28 ოქტომბერს საკრებულოს წევრი ჯუმბერ ბლაგიძე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და მის მიერ გაწეული მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატმა მოსახლეობას კომისიების, ფრაქციისა და საკრებულოს სხდომებზე მის მიერ დაყენებული წინადადებები და ინიციატივები გააცნო.
ჯუმბერ ბლაგიძემ ისაუბრა მიმდინარე წელს სუფის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული სამუშაოების შესახებ:
-წელს 96 ათასი ლარის სამუშაოები შესრულდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში: წყლის სისტემა მოწესრიგდა ახალსოფელში, მინი- სტადიონი მოეწყო ახალსოფელში, ხიდმაღალასა და ტაბანათში,მოეწყო მილ-ხიდები და გაიწმინდა სანიაღვრე არხები, ორჯუმალის უბანში მოეწყო გარე განათება, მალთაყვაში მოწესრიგდა ცენტრალურ გზათან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი, ხიდმაღალაში მოეწყო სოფლის სასაფლაოს ქვა-ყორის ღობე. ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში გრიგოლეთში საფეხბურთო ბაზას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. მიმდინარეობს სუფსის ცენტრის კეთილმოწყობა , კულტურის სახლის წინ გაკეთდება განათება, მომავალ წელს 155 000 ლარი გამოიყოფა ასფალტის საფარის მოწყობისთვის. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთდება პარკი, რომელიც დეკემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. მოგეხსენებათ,რომ ნაგვის ურნები დგას სოფლის ცენტრში. მიუხედავად იმისა, დასუფთავების პრობლემაა. როდესაც პარკის და ცენტრის კეთილმოწყობა დასრულდება, აღნიშნულ ტერიტორიას დამლაგებელი მოემსახურება. მომავალ წელს ტაბანათის ბაღის შენობა გარემონტდება, რისთვისაც 55 ათასი ლარია გამოყოფილი. ასევე მიმდინარეობს სუფსა-გულიანის გზის რეაბილიტაცია, ასფალტირება, რომლიც 2 წელში დასრულდება. დეპუტატმა ავტობანთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა და საკრებულოში შექმნილი დროებითი ჯგუფის გაწეული მუშაობის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსახლეობამ სოფლის პრობლემებზე ისაუბრა.
ექიმმა ავთანდილ ჯიჯიეშვილმა სუფსის ამბულატორიის პრობლემებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აუცილებელია შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, ცუდ მდგომარეობაშია. ,,მართალია ჯანდაცვის სისტემის პრეროგატივაა, მაგრამ პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს, უპირატესობა მთიან ზონებს ენიჭება. არც ერთ სოფელში არ არის ამდენი აპარატურა შენარჩუნებული, გვაქვს ლაბორატორია და ფიზიოლოგიური გამოკვლევების აპარატურა“, განაცხადა სოფლის ექიმმა.
მარიკა გურგენაძე დაინტერესდა შესრულებული პროექტებით და ტენდერებით. მისი თქმით, აუცილებელია სამუშაოებზე კონტროლი დაწესდეს.
დარიკო ცეცხლაძემ დახმარება ითხოვა, სახლის გადახურვისთვის შიფერი ესაჭიროება,
ირაკლი დოლიძის განცხადებით, აუცილებელია პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებში უფრო მეტი ადგილობრივი დასააქმდეს.
ლელა სარიშვილის განცხადებით, სუფსის კულტურის სახლის სცენაზე და ბიბლიოთეკაში წყალი ჩამოდის. კულტურის სახლში აქტიურად მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესები, სხვადასხვა წრეები ფუნქციონირებს, აუცილებელია პრობლემის დროულად გადაჭრა. ასევე დარბაზს არ აქვს სკამები, როგორც ითქვა, მამათის კულტურის სახლიდან უნდა გადმოეტანათ, მაგრამ ტრანსპორტირება დღემდე ვერ მოხერხდა.
დასარულს მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა დეპუტატს თანადგომისთვის, თავის მხრივ დეპუტატიც მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა მათ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია